Sunday, July 3, 2016
პროექტის იდეა
უსარგებლოდ დაკარგული ბუნებრივი სიმდიდრე
თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე, სტორის თვალწარმტაცი ხეობის სათავეში, ფურტკალოსა და კეპანეს მთებს შუა, 1850მ სიმაღლეზე კლდეთა წიაღიდან გადმოჩქეფს ცხელი წყაროები,რომელიც სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. აქაურობა საუკეთესო კლიმატითაც გამოირჩევა, კლდეზე მერცხლის ბუდეებივით მიკრულ ქოხმახებში , პრიმიტიულ პირობებში მკურნალობენ ადამიანები.
მოსწავლეები გამოიკვლევენ მშობლიური კუთხის აუთვისებელ უნიკალურ მინერალურ წყლებს, რომელიც თორღვას აბანოს სახელითაა ცნობილი. შეისწავლიან სტორის ხეობის უმშვენიერეს ლანდშაფტს , მოიძიებენ ისტორიულ გეოგრაფიულ მასალებს, დაახარისხებენ და გაანალიზებენ მიღებეულ ინფორმაციას და გააკეთებენ მარტივ პროგნოზს აღნიშნულ ეკოსისიტემასთან დაკავშირებით. გააცნობენ ფართო საზოგადოებას და ჩააყენებენ ხალხის სამსახურში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment