Wednesday, July 20, 2016
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს პროექტების პრეზენტაციით დასრულდა ჩვენი ტრენინგი, მეტად შრომატევადი და ამავე დროს მეტად ნაყოფიერი, დიდი მადლობა ქალბატონ ლალის დაუღალავი შრომისთვის და მოთმინებისთვის.
Sunday, July 17, 2016
მერვე დღის რეფლექსია
მოვაწესრიგეთ პორტფოლიო, განვათავსეთ ბლოგზე, ტრენერისაგან მივიღეთ კონსტრუქციული მითითებები, თითქმის დასასრულს ვუახლოვდებით, ტრენინგი შრომატევადი მაგრამ მეტად ნაყოფიერია.
Saturday, July 16, 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა, ასევე ვიმუშავეთ შეფასების ცხრილზე მივიღეთ ტრენერისაგან კონსტრუქციული რჩევები ნამუშევარი ავტვირთეთ გუგლდრაივში, რატომღაც არ დავიღალე, ალბათ იმიტომ სამუშაო უფრო ხალისიანი ხდება.
Friday, July 15, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენერმა მოახდინა საშინაო დავალების განხილვა, მოგვცა საინტერესო და მნიშვნელოვანი მითითებები, ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე, მესამე მოდულზე,
მივიღეთ ინსტრუქცია მომდევნო ტრენინგზე.
მივიღეთ ინსტრუქცია მომდევნო ტრენინგზე.
Thursday, July 14, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
როგორც ყოველთვის, განვიხილეთ საშინაო დავალება,. მივიღეთ კონსტრუქციული შენიშვნები, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე, რომელიც ავტვირთეთ გუგლ-დრაივზე. დავალებები რთულდება, თუმცა სამუშაო უფრო საინტერესო ხდება ტრენინგის ბოლოს მივიღეთ დავალება.
Saturday, July 9, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
დღე დაიწყო საშინაო დავალების მიმოხილვით, მივიღეთ ტრენერისა და კოლეგების უკუკავშირი. ვიმუშავეთ მეორე მოდულზე სამუშაო მეტად საინტერესო იყო.ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, მივიღეთ საშინაო დავალება
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:
რა სარგებლობის მოტანა შეუძლია თერმულ და მინერალურ წყლებს?
თემატური კითხვები:
1რაში მდგომარეობს თორღვას აბანოს უნიკალურობა?
2როგორ შევძლოთ მისი ხალხის სამსახურში ჩაყენება?
შინაარსობრივი კითხვები:
1.სად მდებარეობს თორღვას აბანო?
2. ვის სახელს უკავშირდება მისი აღმოჩენა?
3.გამოკვლეულია მისი რეკრეაციული მნიშვნელობა?
4როგორი რესურსია, ამოწურვადი თუ ამოუწურვადი?
რა სარგებლობის მოტანა შეუძლია თერმულ და მინერალურ წყლებს?
თემატური კითხვები:
1რაში მდგომარეობს თორღვას აბანოს უნიკალურობა?
2როგორ შევძლოთ მისი ხალხის სამსახურში ჩაყენება?
შინაარსობრივი კითხვები:
1.სად მდებარეობს თორღვას აბანო?
2. ვის სახელს უკავშირდება მისი აღმოჩენა?
3.გამოკვლეულია მისი რეკრეაციული მნიშვნელობა?
4როგორი რესურსია, ამოწურვადი თუ ამოუწურვადი?
Friday, July 8, 2016
მესამე დღის რეფლექსია
გავიხსენეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა, წავიკითხეთ დავალებებიდა მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან. ვისწავლეთ ბროშურის შექმნა.მივიღეთ უამრავი ინფორმაცია
სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ;
- ისტორიულ-გეოგრაფიული ინფორმაციის მოძიებას თორღვას აბანოს ადგილმდებარეობისა და ცხელი წყაროების შესახებ ინტერნეტისა და ბეჭვდითი მასალის გამოყენებით.
- მოაწყობენ ექსპედიციას თორღვას აბანოზე დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად,დააკვირდებიან ეკოსისტემას, შეისწავლიან კლიმატს.
- მოახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას,
- მოძიებულ ინფორმაციას დაახარისხებენ და შეაფასებენ
- შეიმუშავებენ რეკომენდაციას უნიკალური ბუნებრივი წყაროების შენარჩუნების, ხელმისაწვდომობისა და კეთილმოწყობის შესახებ.
- მოამზადებენ პრეზენტაციას,გაავრცელებენ ბუკლეტებს.
Sunday, July 3, 2016
მეორე დღის რეფლექია
ბლოგზე განვათავსეთ პროექტის იდეა და შინაარსი, სამუშაო დატვირთული მაგრამ მეტად ნაყოფიერი იყო. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ.
პროექტის იდეა
უსარგებლოდ დაკარგული ბუნებრივი სიმდიდრე
თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე, სტორის თვალწარმტაცი ხეობის სათავეში, ფურტკალოსა და კეპანეს მთებს შუა, 1850მ სიმაღლეზე კლდეთა წიაღიდან გადმოჩქეფს ცხელი წყაროები,რომელიც სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. აქაურობა საუკეთესო კლიმატითაც გამოირჩევა, კლდეზე მერცხლის ბუდეებივით მიკრულ ქოხმახებში , პრიმიტიულ პირობებში მკურნალობენ ადამიანები.
მოსწავლეები გამოიკვლევენ მშობლიური კუთხის აუთვისებელ უნიკალურ მინერალურ წყლებს, რომელიც თორღვას აბანოს სახელითაა ცნობილი. შეისწავლიან სტორის ხეობის უმშვენიერეს ლანდშაფტს , მოიძიებენ ისტორიულ გეოგრაფიულ მასალებს, დაახარისხებენ და გაანალიზებენ მიღებეულ ინფორმაციას და გააკეთებენ მარტივ პროგნოზს აღნიშნულ ეკოსისიტემასთან დაკავშირებით. გააცნობენ ფართო საზოგადოებას და ჩააყენებენ ხალხის სამსახურში.
Subscribe to:
Posts (Atom)